ჩემი ნება რომ იყოს ნებისმიერ დღესასწაულს ღია ცის ქვეშ გადავიხდიდი. დიდ მწვანე მინდორზე, ან თუნდაც ტყეში, ან ტბის პირას– გავშლიდი მაგიდებს და დანარჩენი უკვე გემოვნების და მარჯვე ხელების ამბავია.
სადღესასწაულო მაგიდების მრავალნაერი გაფორმება არსებობს, მაგრამ ჩემი აზრით ისე არაფერი უხდება სუფრას , როგორც ლამაზი ყვავილები
ქორწილი
საქორწილო კაბები, თაიგულები, ფეხსაცმელები, მეჯვარეების კაბები, ბეჭდები, ორიგინალური იდეები .
აქსესუარები
ფეხსაცმელები, ჩანთები, სამკაულები, თმისსამაგრები და სხვა ბევრი საინტერესო და ორიგინალური აქსესუარი.
Saturday, 5 May 2012
სადღესასწაულო სუფრა
Monday, 27 February 2012
Thursday, 23 February 2012
10 საქორწილო ფერთა გამა
ძალიან მინდა საქართველოშიც დამკვიდრდეს ქორწილების გემოვნებით, დიზაინერის დახმარებით თუ მის გარეშე გაკეთება. ეს ფერები სხვადასხვა საქორწილო საიტების მეშვეობით ავარჩიე ჩემი გემოვნების მიხედვით. მაშ ასე:
1. ატმისყვავილისფერი
3. წითლის, ოქროსფერისა და თეთრის ნარევი
4. მოვარდისფრო
5. მოყვითალო
6. მოცისფრო, მოსტაფილოსფრო
7.უბრალოდ თეთრი
8. მოცისფრო–მოიასამნისფრო
9.მომწვანო–მონაცრისფრო
10. მოვერცხლიფრო–მოჟანგისფრო
ჩემი აზრით თეთრს ყველა ფერი უხდება, მაგრამ მაშინ როცა რამდენიმე ფერს ვიყენებთ, გემოვნებით შეზავებულ ფერებს არაფერი ჯობს !
Monday, 20 February 2012
ქინდლის თბილი თავშესაფარი
ჩემს ქინდლს არ ჰქონდა თავშესაფარი და მოვუქსოვე.
ერთადერთი ფერის ძაფი რაც სახლში აღმოვაჩინე –ეს იყო, ამიტომაც ბევრი ფიქრის გარეშე ავიღე და მოვქსოვე. რაც მთავარია , არ შემეშინდება ჩანთაში ჩადებისას რომ რამე მოუვა.
ჯერ ღილების დამაგრებას ვფიქრობდი, მაგრამ უცბად ამ ორი ნიჟარას გადავაწყდი და იდეამაც იმწამსვე დამჰკრა
ესეც ქინდლის თავშესაფარი